ხარკივის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ 5 კი დაშავდა.
ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში რეგიონის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელზე მიიტანეს, მათ შორის ჭურვი მოხვდა საცხოვრებელ სახლსაც.
ოკუპანტები იყენებდნენ ასევე არტილერიასაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან. თავდასხმების დროს დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.