logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურში პაციენტი გადაიყვანეს

29 მარ 202023:51
3 წუთის საკითხავი
 

აფხაზეთის სოფელ საბერიოდან ზუგდიდში, ქალაქ გალის მცხოვრები გადმოიყვანეს და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს. 

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავისუსზე საეჭვო ნიშნებით შეიყვანეს 50 წლის ქალი ოკუპირებული ქალაქ გალიდან. ის მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. ქალს ჩაუტარდება ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების  91  შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება  4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.


close დახურვა