logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება

23 აპრ 202011:53
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული ლიდერი ასლან ბჟანია დღეიდან მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. ცერემონია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში ამ წუთებში იწყება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა და საკარანტინო ზომების გამო, ცერემონია შეზღუდული ფორმატით და მიწვეული სტუმრების გარეშე ჩაივლის. მას პირველად არ დაესწრება რუსეთიდან ჩასული დელეგაციაც.

ფიცის დადების ცერემონია ერთ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდება. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდა. შედეგების თანახმად, ასლან ბჟანიამ ხმების 56 პროცენტი მოაგროვა.


close დახურვა