logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალი Covid-19-თან საბრძოლველად ე.წ. საზღვრის გახსნას ითხოვს

12 მაი 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ ცხინვალში დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მოსახლეობას კოვიდინფექციასთან საბრძოლველად ე.წ. საზღვრის გახსნა სურს. სამოქალაქო  აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ აკრძალვების მიუხედავად, სხვადასხვა წარმოება არ შეჩერებულა და ადამიანები მუშაობას მაინც განაგრძობენ. მეარაყიშვილი საუბრობს იმაზეც, რომ პანდემიის პერიოდში გაძვირებულია ყველანაირი პროდუქტი, რაც შეეხება თავდაცვის საშუალებებს, რეგიონში მისი მარაგი ფაქტობრივად ამოიწურა. 

„ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს ყველაფერი, რასაც აკრძალვა ეხება, ოღონდ იატაკვეშეთიდან. არანაირი დისტანცია, არანაირი ქუჩაში ნიღბების ტარება, თუნდაც ახლა თვითიზოლაციისკენ მოწოდება ან გამკაცრება. ხალხში არის უიმედობა, ჩვენს რაიონში მაგალითად ძალიან ეშინიათ და დიდი სურვილი აქვთ რომ გაიხსნას გზა ავადმყფოფებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი რაიონის საავადმყოფო არ არის მზად რომ ახალ ინფექციასთან იბრძოლოს. ცხინვალში იყიდება აფთიაქებშიც, მაღაზიებშიც ნიღბები, ანტისეპტიკური საშუალებები, თუმცა არის ძალიან ძვირი“,-განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდინფექციის პირველი 3 დადასტურებული შემთხვევა 6 მაისს გამოვლინდა, 6 დღის შემდეგ კი კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 23-ს შეადგენს. ამ ეტაპზე, რეგიონში 380-ზე მეტი ტესტი ჩატარდა და ახალგორში არსებული ერთადერთი საავადმყოფო საკარანტინე ზონადაა გამოცხადებული. 

 


close დახურვა