ოკუპირებული ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკამ" ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა. თავად აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა 26 თებერვალს აღიარა.
ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აფხაზეთთან "დიპლომატიურ ურთიერთობებზე" მოლაპარაკებების დაწყება დაავალა.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის "დამოუკიდებლობა" აღიარა, რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. 24 თებერვალს ოკუპირებული დონბასის ე.წ ლიდერებმა პუტინს "უკრაინის აგრესიისგან" დაცვა სთხოვეს, რამდენიმე საათში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.