logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მე-7 პაციენტი გარდაიცვალა

15 სექ 202013:45
3 წუთის საკითხავი
clock 316
90lfoufc2f5w4mp.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მე-7 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 84 წლის პაციენტი მკურნალობას სახლში გადიოდა.

"პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, სისხლში ჟანგბადის დონე 55-60 პროცენტი იყო. ჩატარებულმა ჟანგბადის თერაპიამ ჟანგბადის დონე 72-78 პროცენტამდე აამაღლა. თუმცა, ტრანსპორტირების მცდელობისას, პაციენტს გული გაუჩერდა", - წერია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 516 შემთხვევაა დაფიქსირებული. 157 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 კი - გარდაიცვალა. 


close დახურვა