ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო Apsnypress ავრცელებს.
მათი ცნობით, ბოლო 24 საათში 92 ტესტი გაკეთდა. მათივე ინფორმაციით, გაუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 108 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.