logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 სექ 202019:20
3 წუთის საკითხავი
clock 259
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო Apsnypress ავრცელებს.

მათი ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 726 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა