logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

25 აგვ 202009:16
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 247-მდე გაიზარდა, მათ შორის 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 15 პაციენტი გადის. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ტესტირება სულ 79 პირს ჩაუტარდა.  


close დახურვა