ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომელი მეტადონის შენახვისთვის დააკვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik Abkhazia ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და დე-ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის წარმმომადგენლემა დააკავეს.
ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი 1987 წელს დაბადებული ლეიტენანტის ავტომობილში ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს. მოგვიანებით ლეიტენანტს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა მის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოუჩენიათ.
საქმეს ე.წ. პროკურატურა სწავლობს.