logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

05 ივნ 202013:01
3 წუთის საკითხავი
 
2roxk7zu2yvjh3j.jpg

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესს“ ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ დაუდასტურა.

კორონავირუსით ინფიცირებულები რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტები არიან. 

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის ინფიცირების 57 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 31 პირი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა