logo
ENG



ომბუდსმენის წარმომადგენელი: სააკაშვილმა მითხრა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გაყვანა სცადეს

28 დეკ 202101:01
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენის წარმომადგენელი: სააკაშვილმა მითხრა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გაყვანა სცადეს

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში, ანა ჯანიაშვილმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

მისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 27 დეკემბრის საღამოს მასთან შევიდნენ და უთხრეს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყავდათ. მათ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია. 

"ამის შემდეგ არ ახსოვს გარკვეული მომენტი. როცა გონს მოვიდა, თქვა, რომ არ მოხდებოდა მისი გაყვანა. [სააკაშვილმა თქვა], მოვითხოვე, ეთქვათ, სად გადავყავდით, მაგრამ არ მითხრესო. 

ემოციური ფონის შემდეგ ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაიყვანენ, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია". - თქვა ანა ჯანიაშვილმა. 

მისივე თქმით, სახალხო დამცველი მომხდარს დეტალურად შეისწავლის და ამის შემდეგ დაადგენს, ხომ არ შეილახა ექსპრეზიდენტის უფლებები გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წინააღმდეგობის გაწევის დროს. 


close დახურვა