logo
ENG



ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს

29 დეკ 202117:14
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს. ლომჯარიამ დღეს სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ არსებობს მეორე გზა - საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის გასაჩივრება - თუმცა მას ამ პროცესის იმედი არ აქვს.

"ეს არის ისეთი პროცესით მიღებული და დაუსაბუთებელი, ადამიანის უფლებების სტანდარტის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომ მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მას უნდა დაადოს ვეტო, თავისი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს. თუმცა. როგორც ვხედავთ, მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია იმ პოზიციაზე, რომ არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ, ისინი გადალახავენ ვეტოს. არის მეორე გზაც, საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებული კანონის გასაჩივრების. თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება სრულად აკონტროლებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პოლიტიკურ საკითხებზე მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები", - ამბობს ლომჯარია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. 

პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა - თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება. მან რამდენიმე დღის წინ შვილი გააჩინა. 


close დახურვა