ომის მიმდინარეობისას საქართველოს ფოსტამ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა ისევ ფასიანი გახადა. ინფორმაცია ფორმულას ფოსტაში დაუდასტურეს.
მათი თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში უფასოდ გაგზავნის აქცია დასრულდა. უფასოდ გაგზავნა ომის დაწყების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ფორმულამ საქართველოს ფოსტას ჰკითხა, რატომ დასრულდა ეს აქცია, როცა უკრაინაში ომი ისევ მიმდინარეობს. კითხვაზე მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.