უკრაინა რუსეთის გაეროდან გარიცხვის ინიციატივით გამოდის. საახალწლო დღეებში უკრაინა რუსეთის მხრიდან მასირებულ სარაკეტო შეტევებს არ გამორიცხავს, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი რუსეთის აეროდრომზე აფეთქებები მეორედ მოხდა. სამხედრო ობიექტზე, სადაც სტრატეგიული რუსული ბომბდამშენებია ბაზირებული, მოსკოვის მტკიცებით იერიში უკრაინელებმა დრონებით მიიტანეს.