რუსეთის აგრესიას უკრაინა მსოფლიოსთან ერთად დაამარცხებს - ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღი შეცვალა და 9 ის ნაცვლად უკრაინელები ნაციზმის დამარცხებას ევროპელების მსგავსად 8 მაისს აღნიშნავენ. დღეს ომის 439-ე დღეა. ღამით რუსებმა დაბომბეს კიევი და ოდესა. დედაქალაქის მიმართულებით ოკუპანტების მიერ გაშვებული 35 დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.