ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა მეორედ მიიტანეს. სამი საათის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონში განგაში იყო გამოცხადებული. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსებმა 18 რაკეტა გაუშვეს. აფეთქებების ხმა კიევშიც ისმოდა, თუმცა ყველა რაკეტა და დრონი ჰაერშივე გაანადგურეს.