ისრაელის სამხრეთით და ცენტრალურ ნაწილში კვლავ განგაშის სირენები ჩაირთო. ამუშავდა რკინის გუმბათი და სავარაუდოდ, ყველა რაკეტა განადგურდა. პარალელურად გრძელდება ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია, იბომბება ჰამასის შტაბები და გვირაბები. მოკლულია ერთ-ერთი მეთაური, რომელიც ბრძანებებს ჯაბალიის დევნილთა ბანაკის ქვეშ არსებული ბუნკერიდან გასცემდა. დაჭრილი პალესტინელებისა და უცხოელების ევაკუაციისთვის, ეგვიპტის საზღვარი რაფაში პირველად გაიხსნა.