logo
ENG



ომსკში ნავალნის სამკურნალოდ გერმანელი ექიმები ჩაფრინდნენ

21 აგვ 202016:22
3 წუთის საკითხავი
clock 455

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკურნალობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ომსკში დღეს, 21 აგვისტოს გერმანელი ექიმები ჩაფრინდნენ. 

გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის ნავალნის სამედიცინო მომსახურება გაუწიოს. თავად ნავალნის მოკავშირეებს მისი გერმანიაში გადაფრენა სურთ, თუმცა რუსი ექიმები ამბობენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მათ ამის საშუალებას არ მისცემს. 

ნავალნი საავადმყოფოში გუშინ, 20 აგვისტოს გადაიყვანეს. პოლიტიკოსის პრესმდივანი კირა იარმიში ვარაუდობს, რომ ნავალნი მოწამლეს. მისივე თქმით, მან აეროპორტში ჩაი დალია, ფრენის დროს კი შეუძლოდ გახდა. 

ომსკის​ კლინიკის მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მუხაროვსკიმ დღეს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება არ აღმოჩნდა. 


close დახურვა