logo
ENG



ომში მყოფი ქვეყნის სოლიდარობა

11 ოქტ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 

ომში მყოფი უკრაინა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტერორიზმის სამიზნე ისრაელს. ამასთან, დასავლეთი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები დახმარების შემცირებას არ გამოიწვევს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში პირველად უმასპინძლეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო რამშტაინის ფორმატის მე-16 შეხვედრასა და NATO-უკრაინის საბჭოს სხდომაში. კიევის მიმართ ერთგულების დასტურად, დღეს დახმარების პაკეტი რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ისრაელში ჩასვლისკენ მოუწოდა.

 


close დახურვა