![7m7w5051yffum7x.jpg](/uploads_script/news/thumb_7m7w5051yffum7x.jpg)
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლების ტყეში ხანძარია. როგორც „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 80 მეხანძრა-მაშველი მუშაობს. მათივე ცნობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს.
„სიტუაცია კონტროს ექვემდებარება. 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს ადგილს. არ არსებობს საფრთხე ცეცხლი დასახლებულ პუნქტებში გადავიდეს, თუმცა დაძღვევისთვის ჩვენი ჯგუფი მობილიზებულია კონკრეტულ ადგილებში“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.