logo
ENG



ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარებზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა

26 თებ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქში 4 აპრილს გახდება ცნობილი. საერთო მაჟორიტარებს ხელისუფლების ოპონენტები მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციაზე დაასახელებენ, მედიით კი ვრცელდება რამდენიმე ვერსია. ოპოზიციის ლიდერების თქმით, პარტიული კვოტებისა და კონკრეტული გვარების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. კონსულტაციების მონაწილე პარტიებმა დღეს საგანგებო ბრიფინგიც გამართეს იმის სათქმელად, რომ გადაწყვეტილებების მიღებამდე შეთანხმებაა საჭირო. 

საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ალეკო ელისაშვილმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატების შერჩევის შესახებ. მისი მტკიცებით, ეს კანდიდატურები მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და მისთვის მიუღებელია შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გასაჯაროვება. სამოქალაქო მოძრაობაში პრიორიტეტულ საკითხად საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთნხმებას და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიიჩნევენ.

თბილისის ოლქებში კონკრეტულ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას უარყოფენ ლიდერები, რომლებიც დასახლებულ კანდიდატებს შორის მოხვდნენ. მათი თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა კანდიდატების ოლქებში გადანაწილების ზუსტი გეგმა ჯერ არ არსებობს. 

"ქართულ ოცნებაში" კი ეეჭვებათ, რომ ოპოზიციამ უპირატესობის მოპოვება და სტაბილური მთავრობის შექმნა შეძლოს. 


close დახურვა