logo
ENG



ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გენპროკურორის პოსტზე ივანიშვილისთვის სანდო კადრს შეარჩევენ

13 დეკ 201920:08
3 წუთის საკითხავი
 
7mw031ua5rdvhd8.jpg

პროცესი, რომელსაც უკვე უცხადებენ უნდობლობას პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში, - ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ შალვა თადუმაძეს გენერალური პროკურორის პოსტზე ბიძინა ივანიშვილისთვის სანდო კადრს და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელს შეარჩევენ.

სავარაუდო კანდიდატებად ძალოვანი უწყებების მოქმედი ჩინოვნიკები სახელდებიან, - ბაკურ აბულაძე და გიორგი გოგაძე. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს უსინდისოები და უღირსები უწოდა.

 

 


close დახურვა