ოპოზიცია ვადამდელი სალარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე შეჯერდა. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების შეკრების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„როცა ასე იქცევა ხელისუფლება, როგორ ცინიკურადაც მოიქცა ივანიშვილის გუნდი, სხვა გზა არ გვრჩება. ვალდებული ვართ ყველა რადიკალური მეთოდი გამოვიყენოთ. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. სრული ოპოზიცია, რადიკალურად დაპირისპირებული ძალებიც კი ვთანხმდებით“, - აცხადებს ბოკერია.