logo
ENG



ოპოზიცია კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

16 დეკ 201912:25
3 წუთის საკითხავი
 
uothl3bqqjmll7q.jpg

"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის მანდატის შეჩერების მიზნით ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელმოწერებს ისინი საკრებულოს თავმჯდომარეს გადასცემენ და იმედი აქვთ, რომ გიორგი ტყემალაძეს შესაბამისი რეაგირება ექნება.  

"წარმოუდგენელია, მტრის მიერ ჩვენი მოქალაქე იყოს დატყვევებული და თანამდებობის პირი ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. ჩვენ შეგვიძლია რომ 10 ხელმოწერა შევაგროვოთ და ის თანამდებობიდან გადააყენონ. თუ ამას არ იზამენ, მერე ნუ ეწყინებათ, რომ მათ კოლექტიურ კუხიანიძეებს დავუძახებთ. მათზეც ვიტყვით, რომ სახელმწიფოს მტრები არიან", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ფაქტს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ირაკლი ზარქცუა ეხმაურება. იგი აცხადებს, რომ დეპუტატის მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები, მიუღებელია. 

„ვაჟა გაფრინდაშვილი არის ჩვენი გმირი. ის ებრძვის ოკუპაციას როგორც შეუძლია. ეს არის ადამიანი, რომლის გარშემო არის გაერთიანებული არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ვგმობთ ოკუპაციას და მის დაჭერას. პოლიტიკოსს, მნიშვნელობა არ აქვს პარტიას, არ აქვს უფლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ზარქუამ.  

თბილისის საკრებულოსთან აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. აქციას სამოქალაქო მოძრაობის წევრები მართავენ. ისინი დეპუტატ ერეკლე ზარქუას გადადგომას ითხოვენ. 

შეგახსენებთ, საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება. კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა.

 

 

 


close დახურვა