ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის წინ აქციას შეუერთდნენ. ისინი რუსთაველის გამზირზე ერთად მივიდნენ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრების შემდეგ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად გაემართნენ პარლამენტისკენ. ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ პროპორციული წესით.
ოპოზიცია აპროტესტებს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩავარდა.