logo
ENG



ოპოზიცია პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვს-დღეს რურუას პროცესი გაგრძელდება

22 ივნ 202009:41
3 წუთის საკითხავი
clock 301
cqodc4xbynj1hte.png

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. პროცესზე საგამოძიებო და ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები, ხელმძღვანელები და გამომძიებლები დაიკითხებიან.

ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას და რურუას საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვს. 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. „ევროპულმა საქართველომ“ კანონპროექტს ხმა მისცა, მაგრამ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ „ქართულ ოცნებას" ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის დამატებითი დრო მისცეს.

მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი აცხადებენ, რომ თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, 8 მარტის შეთანხმება არ შედგება.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა. გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.


close დახურვა