logo
ENG



ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის - სალომე სამადაშვილი

14 ნოე 201914:44
3 წუთის საკითხავი
 
qfp6mdmzxuwf8dx.jpg

ჩვენ გადავდივართ საგანაგებო რეჟიმში - სწორედ ასე აფასებს სალომე სამადაშვილი მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, კანონპროექტის ჩავარდნით ივანიშვილი დაუპირისპირდა ქართველ ხალხს. ამიტომ იგეგმება მასშტაბური პროტესტი. 

"მე ველოდი ამ შედეგებს და გუშინ ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დავწერე პოსტი. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება. როგორც ჩანს კონსტიტუციას თუ არ შეცვლის ამას შეძლებს. მინდა დავპირდე ახლა ყველას, ვისაც დემოკრატია სურს, არანაირი ცვლილებები და კონსტიტუციის ცვლილების ჩაგდება ივანიშვილს არ უშველის. ივანიშვილს მოუწევს სახელმწიფოს დაბრუნება ხალხისთვის. მმართველი უმრავლესობა არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. არ ვიცი ივანიშვილს რა გეგმები აქვს. არ გამოვრიცხავ ვადამდელ არჩევნებსაც. ფაქტია, რაც შედის ხალხის ინტერესებში, ანუ ქვეყნის სტაბილური განვითარება, დღეს პარლამენტში ამას უარი უთხრა ივანიშვილის წარმომადგენლობამ. ჩვენ გადავდივართ საგანაგებო რეჟიმში და დაიწყება მასშტაბური, ერთიან წინააღმდეგობის ფრონტი. განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას და დავიცავთ ხალხის ინტერესებს ისე, როგორც საჭიროდ მიგვაჩნია,"- აცხადებს სამადაშვილი. 


close დახურვა