logo
ENG



ოპოზიცია უგულავასა და გაბაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ეს იყვნენ ივანიშვილის ორკები

11 დეკ 201914:11
3 წუთის საკითხავი
 
mb1jl88v224fk7y.jpg

"ევროპული საქართველოს" ლიდერებზე მომხდარ თავდასხმას ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის დაკვეთად აფასებენ.  "ევროპული საქაქრთველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელისთვის უგულავა, როგორც ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ლიდერი, ხელისშემშლელი ფაქტორია. 

"ეს იყვნენ ივანიშვილის ორკები. სხვა მხრივ წარმოუდგენელია როცა ყველაზე დაცულ ზონაში პოლიცია მიდიოდეს მაშინ, როცა ყვეალფერი უკვე დამთავრებულია. მათ ყელში ჰყავთ გაჩხერილი უგულავა, რადგან აქტიურია აქციებზე და ფიქრობენ, რომ ამ გზით გააჩერებენ",-აცხადებს ირმა ნადირაშვილი. 

თავდამსხმელების დასჯის მოლოდინი არ აქვს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას, რომელიც კორცხელის ინციდენტს იხსენებს.

"ჩემი ახლობელი შეესწრო ამ ინციდენტს და მითხრა, რომ მსგავსი ხელოვნური სცენა არ ენახა აქამდე. ამ სცენის მონაწილე კი ორი ჯანიანი ახალგაზრდა გახლდათ. კორცხელის ინციდენტი მგონი ნათელი ლუსტრაციაა, როცა ხელისუფლებამ დაანახა საკუთარი დეფექტი საზოგადოებას. არც მაშინ დასჯილა ვინმე და არც ახლა მაქვს ამის მოლოდინი",-განმარტავს მელია. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი დავით კირკიტაძე, რომელიც კოლეგების მსგავსად მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

"ესაა ხელისფულების მიერ ინცირებული, რადგან არ აქვთ საჭირო არგუმენტები. შესაბამისად გადასულები არიან ძალადობაზე. ასეთი რაღაცებს თუ გახსოვთ ასლან აბაშიძე აკეთებდა",-აცხადებს კირკიტაძე. 

თავდამსხმელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შსს-ს ინფორმაციით იდენტიფიცირებულია 2 პირი. დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატი კი გიორგი გელხაური დაიცავს. თავად გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი ამ დრომდე პოლიციაში იმყოფებიან, სადაც მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.


close დახურვა