logo
ENG



ოპოზიცია ხაბეიშვილის თავდასხმაზე: ეს არის სადამსჯელო ოპერაცია კრიტიკული აზრისთვის

25 იან 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

სადამსჯელო ოპერაცია კრიტიკული აზრისთვის - ასე აფასებენ თბილისის საკრებულოში  მომხდარ თავდასხმას , ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისთვის პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის სტრატეგიად ძალადობა არჩია. ოპოზიცია 24 იანვარს, თბილისის საკრებულოში, ლევან ხაბეიშვილზე მომხდარი თავდასხმის გამოძიებასა და თავდასხმაში მონაწილე დეპუტატების დასჯას მოითხოვენ, თუმცა ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან მათი განცხადებით, ოპონენტების დევნა და ზეწოლა მმართველი გუნდის პოლიტიკური არჩევანია. ამ გეგმის ნაწილად განიხილავენ, საბრალდებო სკამზე მჯდომ ოპოზიციონერ ლიდერებს, დარბეულ აქციებს და დაკავებულ ასობით აქტივისტს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების ნაწილი ხაბეიშვილზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტს ამართლებს, ნაწილი კი ძალადობას გმობს.

უფლებადამცველები ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებში, ძალადობის წახალისებას ხედავენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო წელს მსგავსი დამოკიდებულება, რეალურ საფრთხეებს ქმნის.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია საქმეზე გამოძიების დაწყებას ელოდებიან და არ გამორიცხავენ, რომ ხაბეიშვილის საქმე სხვა მსგავსი შინაარსის მქონე იმ საქმეების რიგში აღმოჩნდეს, რომლებიც წლებია თაროზე დევს.  

 


close დახურვა