logo
ENG



ოპოზიცია ხელისუფლებას:ნუ მიიყვანთ საქმეს იქამდე, რომ უმძიმესი განაჩენი გამოგიტანოთ ხალხმა

19 ნოე 201913:55
3 წუთის საკითხავი
 
bg88x3kmkqtyvtu.jpg

ოპოზიციური პარტიების ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მორიგ კონსულტაციებიებს მართავენ და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, ისინი სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებენ, რომელსაც 19:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დროს წარადგენენ. მათივე მტკიცებით, მომზადდება წერილი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობასა და დიპლომატიურ კორპუსს გაუგზავნიას. ოპოზიციონერი ლიდერების განმარტებით, წერილში ისინი, ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებზე ისაუბრებენ. 

„დღეს რომ გათენდა და ქვეყანა არ გაქვთ თავზე დაქცეული, ეს არაფერს არ ნიშნავს. ნუ მიიყვანთ საქმეს იქამდე, რომ უმძიმესი განაჩენი გამოგიტანოთ ხალხმა. სახეში ნაგვის შეყრას მოსახლეობა არ გაპატიებთ. იქამდე ნუ მიიყვანთ საქმეს, მთელი ოპოზიცია სახლებში რომ წავიდეთ, ხალხი პასუხს მაინც მოგთხოვთ", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. 

პროტესტის გაგრძელებაზე საუბრობს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძეც. მისივე თქმით, მოსახლეობა პროტესტს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"პროტესტი გაგრძელდება ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. პროტესტი არის არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, არამედ მოქალაქეების და არსამთავრობოების მხრიდან", - აღნიშნა შავგულიძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას შეფასებით, ხელისუფლების ქმედებიბი მმართველი გუნდის დაშლის გადაფარვას ემსახურება. 

"არ მივცემთ ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ ასე გააგრძელოს. ივანიშვილი ამით ცდილობს გუნდის დაშლის ამბავი გადაფარვას, რომ აი ეს მაინც შემიძლია, აი სპეცრაზმი მყავს, რობოკოპები მყავს და შემიძლია გირტყათ", - განაცხადა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციებს 27 პარტიის წარმომადგენელი მართავს. 

 

 

 


 


close დახურვა