logo
ENG



ოპოზიცია 25 თებერვალს საპროტესტო მსვლელობას, 31 მარტს კი მასშტაბურ აქციას გეგმავს

15 თებ 202114:10
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია 25 თებერვალს ერთობლივ, მასშტაბურ აქციას გამართავს. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საპროტესტო აქციები რეგიონებშიც ჩატარდება, ხოლო ცენტრალური აქცია 31 მარტს არის დაგეგმილი. 

"მსვლელობა 25 თებერვალს - რა თქმა უნდა ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმი და მისი გარემოცვა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს, ყველა მათი მოქმედებით, მათ შორის მოპარული არჩევნებით, მათ შორის ჩვენი მტრის პოზიციების გაძლიერებით.

ამ დღეს შევიკრიბებით იმისთვის რომ საზოგადოებამ გამოხატოს ლეგიტიმური აღშფოთება და პროტესტი, რომ ჩვენ აღარ დავუშვებთ ამას ჩვენ ქვეყანაში, რის საფრთხესაც ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უქმნის. ამას მოჰყვება რამდენიმე აქცია რეგიონებში და ცენტრალური აქცია იქნება თბილისშივე, 31 მარტს", - განაცხადა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. 


close დახურვა