logo
ENG



ოპოზიციისთვის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხები არადამაკმაყოფილებელია

16 ოქტ 201920:15
3 წუთის საკითხავი
 
jyfsfmabnb51tmh.jpg

ოპოზიციისა და ყოფილი თანაგუნდელების ნაწილისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხები არადამაკმაყოფილებელია.

სუს-ის უფროსის პოსტზე ლილუაშილის კანდიდატურის განხილვა დღეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტიდან დაიწყო.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ სუს-ის ახალი ხემძღვანელი წინასააჩევნოდ ქართული ოცნების პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს.

ლილუაშვილი კი ირწმუნება, რომ ქართული ოცნების ლიდერთან ახლო ურთიერთობა, მის სამსახურებრივ საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდნს და პარტიული გავლენებისგან თავისუფალი  იქნება.

ოპოზიცია დაინტერესდა თუ რატომ შემოუშვეს საქართველოში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი,  ლილუაშვილი კი განმარტავს, რომ მისთვის საზღვრის ჩაკეტვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

ახსნა განმარტება ლულიაშვილს ოპოზიციამ დღეს საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზეც მოსთხოვა, რაზეც ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე ინფორმაცია პროკურატურამ უნდა გაავრცელოს.

ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ლილუაშვილის ყოფილი თანაგუნდელები აანონსებს, რომ სუს-ის უფროსად ლილუაშვილს მხარს არ დაუჭერს.  

ცნობისთვის, ის ამჟამად სუს-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრად გადაინაცვლა.

 

 

 


close დახურვა