logo
ENG



ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მშვიდობიან მსვლელობას, ოცნების მხარდამჭერები კონტრ-აქციით ხვდებიან

03 დეკ 201914:00
3 წუთის საკითხავი
 
qj2q9ngxfqjci38.jpg

მცხეთაში დღეს მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა იგეგმება. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები მსვლელობას სამი საათიდან დაიწყებენ სვეტიცხოვლიდან მცხეთის მერიის მიმართულებით და გუშინ მომხდარ დაპირისპირებას გააპროტესტებენ. სწორედ მერიაში იმყოფება მმართველი გუნდის წევრი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ჯერ მცხეთაში არ გამოჩენილან, მერიასთან პოლიცია და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოქალაქეები არიან მობილიზებული. „ფორმულა“ დაინტერესდა, თუ რა მიზნით იმყოფებოდნენ ისინი მერიასთან და იგეგმება თუ არა კონტრ-აქცია. ისინი აცხადებენ, რომ „ოცნების“ წევრები არიან და ადგილზე საკუთარი ნებით მივიდნენ.

„ოცნების წევრი ვარ. ჩემი ნება-სურვილით მოვედი. გავიგე, რომ ვიღაცები ურევენ“, - აცხადებს ერთ-ერთი მხარდამჭერი.

„ფორმულას“ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ კი დაადასტურა, რომ შენობასთან „ოცნების“ მხარდამჭერების შეკრება დაანონსებულ აქცია-მსვლეობას უკავშირდება. 

„დაანონსდა ოპოზიციის აქცია? თუ დაანონსდა, ეტყობა ამ ხალხმაც გაიგო და მაგიტომ მოვიდა მერიასთან“, - განაცხადა კაპანაძემ.

 


close დახურვა