ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის თანამშრომლობა გადაწყვეტილია. ვარაუდობენ იმგვარ შერწყმას, რომ ორივე ძალა ერთი საარჩევნო ნომრით, 5-იანით გავიდეს არჩევნებზე. ალტერნატიული ცენტრის შექმნას ცდილობს ლელო, რომელიც იდეოლოგიურად ახლოს მდგომ ძალებს თავისი ქოლგის ქვეშ ეპატიჟება. შედარებით მცირე ზომის პარტიებს გამსხვილება და ალტერნატიული ცენტრები 5%-იანი ბარიერის გადასალახად სჭირდებათ.
ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სტრატეგია
19 ივლ 202320:07
3 წუთის საკითხავი