logo
ENG



ოპოზიციური პარტიების 2020 წლის პირველი შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება

05 იან 202014:02
3 წუთის საკითხავი
 
wsut485u7jvza15.jpg

ოპოზიციური პარტიების 2020 წლის პირველი შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ე.წ. შავი სია იქნება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში ის სახელმწიფო მოხელეები შევლენ, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი საქმიანობით არიან დაკავებულნი.

მისივე თქმით, დასრულების შემდეგ "შავი სია" უცხოელ პარტნიორებს გადაეცემათ. შეხვედრაზე პოლიტიკოსები ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელებენ.

 

ახალი წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა. მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ე.წ. შავი სია.  სიაში შევლენ ის ადამიამები, რომლებმაც ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენეს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. მეორე საკითხი იქნება სამომავლო გეგმები, აქციები, პიკეტი და აშე შემდეგ“, - განაცხადა უდუმაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში. 


 


close დახურვა