logo
ENG



ოპონენტების გაშავებისა და დევნის კამპანია

04 აპრ 202319:52
3 წუთის საკითხავი
 

მარტის აქციების შემდეგ გაძლიერებული შურისძიება, როგორც მოსალოდნელი იყო, ლაზარე გრიგორიადისით არ შემოიფარგლა. სახელისუფლებო პროპაგანდა ნიადაგს ამზადებს სხვების დასაკავებლადაც. გარდა ამისა, სამიზნე მხოლოდ სტუდენტები არ არიან. დაწყებულია შეტევა ლექტორებზეც. პროფესორ-მასწავლებლების გაშავებას ტროლებისა და ბოტების საშუალებით ცდილობენ. გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორედ ასე იწყება ქართული ოცნების შეტევა არასასურველ პირებზე. ახლა მმართველი პარტია სწორედ ასეთი ტაქტიკით მოქმედებს - აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და შემდგომ მასზე ბინძური კამპანიის აგორება. 


close დახურვა