უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უარყო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწოდება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელების თაობაზე.
მან განაცხადა, რომ მიიღო წერილი ფონ დერ ლაიენისგან, რომელშიც ის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ უკრაინას საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვაში.
"ეს გამაოგნებელია. იმ დროს, როდესაც ნათელი გახდა, რომ სამხედრო მაფია ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფულს ითვისებს, რეალური ზედამხედველობის მოთხოვნის ან გადახდების შეჩერების ნაცვლად, კომისიის პრეზიდენტი გვთავაზობს, რომ კიდევ უფრო მეტი გავგზავნოთ. ეს ყველაფერი ცოტათი ჰგავს იმას, რომ ალკოჰოლიკს დაეხმარო და არაყის კიდევ ერთი ყუთი გაუგზავნო. უნგრეთს საღი აზრი არ დაუკარგავს", - წერს ორბანი.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის შეფასებით, 2026 წელს უკრაინას 71 მილიარდ ევროზე მეტი გარე დაფინანსება დასჭირდება, საიდანაც 51 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება.
