უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა იუსტიციის მინისტრს დაავალა დაუყოვნებლივ შეამოწმონ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს ფარული მოსმენის შესახებ. ამის შესახებ ორბანმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.
"მთავრობის წევრის ფარული მოსმენები უნგრეთზე სერიოზული თავდასხმაა. მე იუსტიციის მინისტრს დავავალე, დაუყოვნებლივ შეისწავლოს პეტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია", - წერს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი.
სიიარტოს სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენის შესახებ უნგრეთის პროსამთავრობო გამოცემა Mandiner-მა დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრს უცხოეთის სპეცსამსახურები უსმენენ უნგრეთის ოპოზიციის წარმომადგენელთა დახმარებით. გამოცემის თანახმად, მისი წყაროა ანონიმური პირისგან მიღებული წერილი და აუდიოჩანაწერი.
უნგრეთის პროსამთავრობო გამოცემის სტატიას წინ უძღოდა ამერიკული The Washington Post-ის სტატია. 21 მარტს გამოცემამ დაწერა, რომ წლების განმაბლობაში ორბანის მთავრობის წარმომადგენლები რუსეთს ინფორმაციას აწვდიდნენ ევროკავშირის სხდომების შესახებ. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რეგულარულად ურეკავდა სხდომებს შორის შესვენებების დროს და განხილულ საკითხებზე ანგარიშებს აძლევდა.
