logo
ENG



ორბელიანის მოედანზე 3 ობიექტი გაქურდეს - წაღებულია ტექნიკა და ფული

09 ივნ 202309:47
3 წუთის საკითხავი
 

ორბელიანის მოედანზე 3 ობიექტი გაქურდეს - საუბარია ორ რესტორანსა და ერთ ბარზე.

ერთ-ერთ ობიექტზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ორი ადამიანი ღამის საათებში შენობაში შევიდა - მათ სალარო გახსნეს და თანხა აიღეს, რის შემდეგაც ობიექტი დატოვეს.

ობიექტების მეპატრონეები იმასაც ამბობენ, რომ წაღებულია ტექნიკა.

"იქსბოქსი და პლანშეტი მოგვპარეს. ფეხით შემოამტვრიეს კარები, პოლიციამ თითის ანაბეჭდები აიღო. დაახლოებით ღამის 02:30 საათზე მოხდა ქურდობა. მეზობელი ობიექტებიც გაძარცვეს როგორც ვიცი. მათგანაც პლანშეტი მოიპარეს და ასევე გარკვეული რაოდენობის თანხა. პოლიცია ამბობდა, რომ ძარცვაში არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ. ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს გარკვევით არიან თუ არა არასრულწლოვანები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძარცვაში მონაწილეობას ორი ადამიანი იღებდა", - ამბობს ერთ-ერთი ობიექტის წარმომადგენელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.


close დახურვა