გუშინ, ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ორი, ძალზე საინტერესო მატჩი გაიმართა, ერთი „დინამო" თბილისის ხოლო მეორე ბათუმის „დინამოს" მონაწილეობით
სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე ორივე მატჩი ერთსა და იმავე დროს, 18:00 საათზე იყო ჩანიშნული .
„დინამო” თბილისმა მატჩი აქტიურად დაიწყო და მატჩის პირველ ნახევარში 2 ბურთით დაწინაურდა, რაც ამ მატჩის ბედისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, მეორე ნახევარში არც სათამაშო სურათი და არც ანგარიში აღარ შეცვლილა.
ამ დროს Ბათუმის „დინამო” თავის საშინაო კედლებში „თელავს” მასპინძლობდა, ზღვისპირელებმა პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმედ დაიწყეს და ლაზარე კუპატაძესაც არაერთხელ მოუწია თამაშში ჩართვა.
Მეორე ტაიმში ბათუმელთა თავკაცმა გაფრინდაშვილი ჩართო თამაშში, რომელმაც თავის მხრივ ნდობა გაამართლა და ჯერ 73-ე, შემდეგ კი 89-ე წუთზე აიღო კახელების კარი და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.
ბათუმის „დინამო” თბილისის „დინამოს” კვლავ 5 ქულით უსწრებს და მომდევნო კვირას ბოლოს წინა ტურში აქვს შანსი ისტორიაში თავის პირველი ჩემპიონობა იზეიმოს, ამისათვის მათ წყალტუბოს „სამგურალი” მათსავე სტადიონზე უნდა დაამარცხოს, თუმცა თუ თბილისელები წინა დღისით გამართულ მატჩში „სამტრედიას” ვერ ძლევს, აჭარლები ოქროს მედლებს წინა დღეს გაინაღდებენ