ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ერთდროულად ორ მწერალზე გაიცა. მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიის მფლობელები პოლონელი ოლგა ტოკარჩუკი და ავსტრიელი პიტერ ჰანდკე გახდნენ.
გასაიდუმლოებული ჟიურის შეფასება ასეთი იყო: ტოკარჩუკმა ნობელი დაიმსახურა "მხატვრული თხრობის გამო, რომელიც ენციკლოპედიური ცოდნით წარმოაჩენს მიჯნებს, როგორც ცხოვრების ფორმებს". ჰანდკე კი ასე შეფასდა: "ზეგავლენის მქონე ნაშრომისთვის, რომელიც ლინგვისტური გამომგონებლობით იკვლევს პერიფერიებს და ადამიანურ გამოცდილებებს".
შეგახსენებთ, რომ ნობელის პრემია 2018 წელს სკანდალის გამო არ გაიცა. შვედეთის აკადემიის ერთ-ერთი წევრის მეუღლე, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო, სექსუალურ ძალადობაში ამხილეს, რის გამოც დაჯილდოება ჩაიშალა. სწორედ ამიტომ წელს ორი წლის ერთდროულად შეფასება მოუწიათ ჟიურის წევრებს.