თბილისში აფრიკის დასახლების შემდეგ მერიამ ორხევშიც დაანგრია საცხოვრებელი ნაგებობები. "სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება" - განაცხადა კალაძემ. შენობები მძიმე ტექნიკამ დაშალა. მიწასთან გასწორდა შვიდი შენობა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა კახა ილურიძემ სახლი მეორედ დაკარგა - პირველად 13 ივნისის წყალდიდობისას, მეორედ - დღეს.
ორხევში დანგრეული სახლები
28 იან 202220:43
3 წუთის საკითხავი