შეიარაღებულმა მამაკაცმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და ქვეითებს შეაჯახა. შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. თავად თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს.
პოლიციამ დამნაშავეს ცეცხლი გაუხსნა და მსუბუქად დაჭრა. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. სამართალდამცველები დაკავებულის ერთ თანამზრახველს ეძებენ.
