ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ უკრაინის პარტნიორები და მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ქვეყანას აქვს ყველაფერი თავისი სუვერენიტეტის დასაცავად.
ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეს "აშკარად უკრაინის ბრძოლაა".
მან სერგეი ლავროვის განცხადებას უპასუხა, რომელმაც NATO "მარიონეტულ ომში" დაადანაშაულა. მისი შეფასებით, "ალიანსი, რეალურად, შუამავლების მეშვეობით აწარმოებს ომს რუსეთთან".
"უკრაინის მეზობლები, მოკავშირეები და პარტნიორები ძლიერდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რათა წარმატებული იყოს. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად". - თქვა ოსტინმა.
ლოიდ ოსტინმა ეს განცხადება გერმანიაში, აშშ-ის რამშტეინის ბაზაზე გააკეთა, სადაც 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა რუსეთისგან უკრაინის დაცვის საკითხის განსახილველად.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პირობა დადო, რომ უკრაინის დასახმარებლად "ცას და დედამიწას" შეძრავს.