logo
ENG



ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

12 ნოე 201910:24
3 წუთის საკითხავი
 
85rch8yv0jr6afa.jpg

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო პროცესი 29 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის სასამართლო პროცესი დღეს, 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. სასამართლოში იმყოფებოდნენ მისი თანაპარტიელები. გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია და ხელისუფლებისგან საკუთარი პოზიციის შეცვლის მოლოდინი არ აქვს.  

საქმის პროკურორის თქმით, მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე სასამართლოზე წარადგენენ იმ მტკიცებულებებს, რომელიც ადასტურებს ბრალდებას, ასევე პროკურორის განცხადებით შესაძლოა დაცვის მხრიდან ადგილი ჰქონდეს საქმის გაჭიანურებას, ვინაიდან სხდომა მათი მხრიდან რამდენჯერმე გადაიდო. 

 „დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე აპირებდა გამოეკვლია მისი მტკიცებულებები, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს, და დაიწყებს იმ მტკიცებულებების გამოკვლევას, რაც ადასტურებს ბრალდებას. მოცემულ შემთხვევაში ეს ფაქტია უკვე რომ რამდენჯერმე გადაიდო სხდომა დაცვის მხარის მიზეზით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საქმის გაჭიანურებას“,-განაცხადა ვაჟა თოდუამ

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 


close დახურვა