საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს. ის მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს მინიჭებული ნდობის მანდატი სრულად ამოწურა.
„8 წლის შემდეგ, იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც გვაქვს სხვადასხვა სფეროში, "ქართულმა ოცნებამ" სრულად ამოწურა ის ნდობის ლიმიტი, რომელიც 2012 წელს მიიღო. ჩემი აზრით, ვერანაირი სისტემა ვერ გადაარჩენს მას არჩევნებში დამარცხებისგან. სხვა საკითხია, ამ დამარცხებას მიიღებენ თუ მანიპულირებით და სხვადასხვა მეთოდებით, ეცდებიან დამარცხება თავიდან აიცილონ“, - განაცხადა სიხარულიძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".