logo
ENG



ოცნებამ ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

17 სექ 202415:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/b0aobb73omebv4j.jpg

დღეს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას უყარეს კენჭი. პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 83-ხმით დაამტკიცა.

პარლამენტმა მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წინასწარ აირჩია. ის უზენაეს სასამართლოში 2025 წლიდან იმუშავებს - კერძოდ, მას შემდეგ რაც მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურება.

მარსაგიშვილის კანდიდატურის კანონმედბლობასთან შესაბამისობის დასადგენად, სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.

კონკურსის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს გუშაგმა აღნიშნა, რომ  მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა უპრეცედენტოდ და არაბუნებრივად ადრე დაიწყო. მათი თქმით, კონკურსის გამოცხადება მომავალი წლის მარტშიც შეეძლოთ.

მარსაგიშვილი ვეტინგის მოწინააღმდეგეა და თვლის, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებლად უნდა მუშაობდეს. ამასთან, აღნიშნავს, რომ ეს პროცესი კეთილსინდისიერებას ვერ შეამოწმებს და სხვა მიზნებს ემსახურება.

ეკატერინე გასიტაშვილი კი ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომლებიც  უზენაესი სასამართლოს მიერ 11 მარტს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც უწყებამ ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა, არ ეთანხმებიან.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი 2019-2020 იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2020 წლის მარტიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩია, ხოლო 2024 წლის 24 მარტის მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მეორე ვადით აირჩია.

 

 

 


close დახურვა