logo
ENG



ოცნებამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი ჯგუფის შეხვედრაზე ISFED არ მიიწვია

18 აგვ 202212:47
3 წუთის საკითხავი
 

მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.

ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა. 

მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კარი "ნებისმიერი ნეიტრალური ორგანიზაციისთვის" ღიაა, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ის ჩართულობა კი მათთვის მიუღებელია.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ISFED-ის წინააღმდეგ ანგარიშსწორებას აპირებს.

ამ პროცესში მონაწილეობა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სამართლიან არჩევნებს უნდა მიეღო. დღევანდელი შეხვედრა საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.


close დახურვა