logo
ENG



ოცნებასთან მიმდინარე კონტრ-აქციის აგრესიული მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან

03 დეკ 201912:40
3 წუთის საკითხავი
 
t398isfn6htn6y8.jpg

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში, შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ და ხუთი დაშავებული - ამ ყველაფრის ფონზე კი, ისევ არც ერთი დაკავებული. 2 დეკემბერს მცხეთაში დაწყებული დაპირისპირებისას მოძრაობა გაბედეს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, აღსაღნიშნავია ისიც, რომ მცხეთაში დაპირისპირებაში მონაწილეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე ორუჯაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ გაბედეს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგადაც მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, პოლიციამ ფაქტზე არც ერთი პირი არ დააკავა.

გუშინ ვითარება არაერთხელ დაიძაბა დედაქალაქშიც. სასტუმრო ქორთიარდთან მოძრაობა შეცვალეს წევრები, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დახვდნენ, ადგილზე იმყოფებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც საღამოს "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ, ასევე აღსაღნიშნავია ისიც, რომ ადგილზე იმყოფებოდა, გაბრიელ ფოლკენშტერნი, რომელიც ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევისას აქციაზე იმყოფებოდა. 

მცხეთაში მომხდარ ფაქტს მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან აპროტესტებდნენ.

პარალელურად ხელისუფლებამ გუშინ თბილისში ახალგაზრდები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანა - მიზეზი ევროსაბჭოს ექვსთვიანი თავმჯდომარეობის აღნიშვნა იყო.

სააგენტო „პუბლიკამ“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდები თბილისში საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდნენ, თუმცა ამავე ვიდეოში საპირისპიროს ამტკიცებენ რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები. მათი თქმით, მათი დედაქალაქში ჩამოსვლა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

კონცერტის შემდეგ ორბელიანის ქუჩიდან, რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, სადაც მოძრაობა „ქვეყბის სამსახურშის“ აქტივისტები იმყოფებოდნენ.

ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, „ქართული ოცნების“ ოფისთან მობილიზებული იყო სამართალდამცავების დიდი რაოდენობა, თუმცა აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებებისა სამართალდამცავების რაოდენობა ადგილზე შეცოტავდა.

შემთხვევის ადგილიდან პოლიციას არ დაუკავებია აგრესიულად განწყობილი არც ერთი პირი.


close დახურვა